www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცენტრალური საწყობის კოორდინატორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ცენტრალური საწყობის კოორდინატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-დასაწყობების პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი რესურსითა და ფართით
** მოთხოვნის მიხედვით პროდუქციის გაცემის ეფექტური დაგეგმვა
** დატვირთვის პროცესის მონიტორინგი ტრანსპორტის მოცულობის მაქსიმალურად ათვისებისა და პროდუქციის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით
** საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მოცულობის განსაზღვრა და ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვა
** მარაგების მოძრაობის სრული პროგრამული მომსახურება
** დაქვემდებარებული ჯგუფის (საწყობის თანამშრომლები) მართვა
** პროდუქციის ინვენტარიზაციისათვის საჭირო პირობების შექმნა
** კომპანიის სხვადასხვა რგოლთან კომუნიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება
** ელიტ-სერვისთან კოორდინირებული მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასაწყობში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების, სასაწყობე პროგრამის - მომხმარებლის დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** პრობლემების ანალიზის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** რთული სიტუაციების მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |