www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგარანტიო მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

კომპანია "ჯი თი მოტორსი" საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini -ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში" აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგარანტიო შემთხვევების ზუსტი და დროული იდენტიფიცირება/შეფასება;
** საგარანტიო შემთხვევასთან დაკავშირებული სერვისის შეკვეთების სისწორის მონიტორინგი;
** საგარანტიო სერვისისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოება;
** საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფა მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** ავტო-სერვისის მუშაობის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** საგარანტიო სამუშაოების ზუსტი და დროული შეყვანა მწარმოებლის საგარანტიო სისტემაში სამუშაოების დროულად ანაზღაურების მიზნით;
** საგარანტიო აუდიტის პროცესში ჩართულობა და შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა;
** კონკურენტი კომპანიების მომსახურების ფასებსა და სხვა პირობების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
** საგარანტიო მომსახურების სრული ციკლის დროული და ზუსტი ასახვა და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური, ეკონომიკური ან ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ავტომობილის აგებულების და მუშაობის პრინციპის ცოდნა.
** მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |