საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ლოგისტიკის ოპერატორის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** "1C"- ის ცოდნა;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;
მოვალეობები:
** გაწეროს არსებული შეკვეთები, გაანაწილოს შეკვეთები პრისეილერების უბნების მიხედვით;
** ატვირთოს გაწერილი შეკვეთები შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე RS.GE სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფორმით;
** მიაწოდოს გამოწერილი შეკვეთების საწყობში დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეპორტის (ანგარიშის) სახით საწყობის გამგესა და დისტრიბუციის განყოფილებას;
** აკონტროლოს გაწერილი და დაბრუნებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგ: სასაქონლო ზედნადებების (მათ შორის საქონლის უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები);
** გაატაროს 1C პროგრამაში უკან დაბრუნებული საქონლის ზედნადებები (გაუქმებული ზედნადებები) არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;
** აკონტროლოს უკან დაბრუნებული საქონლის ფასები (მათ შორის მოახდინოს ფასების კორექტირება);
** გამოწეროს შიდა გადაზიდვების ზედნადებები შესაბამის პროგრამაში და ატვირთოს ისინი შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე RS.GE
** დაამატოს ახალი ობიექტები შესაბამის პროგრამაში.
** შეასრულოს კომპანიის დირექტორის ან/და მისი უშუალო მენეჯერის სხვადასხვა მითითებები და დავალებები ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
პირობები:
** განაკვეთი - სრული;
** სამუშაო საათები 10:00 - 18:00;
** ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ რეგიონი და ვაკანსიის სახელწოდება.