შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე სიღნაღის სერვისცენტრში.
ანაზღაურება: 700 ლარი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
** კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა;
** მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
** გასაუბრება;
** 2 კვირა მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ: "ოპერატორი - სიღნაღი".