www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ქმნის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს. საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული დანადგარებით და მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (The Size`s Neolith®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით. ბრენდი ორიენტირებულია მაღალპროფესიონალურ მომსახურებასა და მუდმივ განვითარებაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ.გვერდს: http://www.lazieri.com

ფუნქცია- მოვალეობები:

** საწყობში შემოსული მასალების/პროდუქციის რაოდენობის აღრიცხვა და სასაქონლო ზედნადებში აღნიშნულ რაოდენობებთან შედარება;
** საწყობში შემოსული მასალების/პროდუქციის დასაწყობება;
** შემოსული მასალების დანაკლისის ან მეტობის შესახებ რეპორტების წარმოება;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის მიმოსვლის კონტროლი;
** და სხვა დაკავშირებული ამოცანები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1200 ლარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი" ან დაგვიკავშირდეთ: 577 142 321.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |