www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მემონტაჟე
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის ჩვენი პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით. "ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატებს მემონტაჟეს პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** სამშენებლო ობიექტებზე ლითონის ნაკეთობების მონტაჟი
** ბინის და სადარბაზოს კარი
** აივნის მოაჯირი
** კიბის უჯრედის მოაჯირი
** ჟალუზები

სამუშაო უნარ ჩვევები:

** სამონტაჟო ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება
** ჩხირით შედუღების გამოცდილება
** ავტომობილის მართვის გამოცდილება (სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა)

პიროვნული თვისებები:

** დისციპლინირებული
** შრომისმოყვარე
** ბეჯითი
** სწრაფი
** კეთილსინდისიერი
** ხელმარჯვე

ჩვენს რას გთავაზობთ:

** ხელფასი 2000-3500 ლარი
** კვებას
** ტრანსპორტირება

ადმინისტრაციული დეტალები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 09:00 - 18:00 (შესვენება 15:00-16:00)
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N8

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ:

მობ: +995 591 035 551
ფიქს. 032 24 24 099

ან გამოგზავნეთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@fabricon.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |