"კენ ვოლკერის კლინიკის" ბათუმის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაინტერესებული პირების სრულფასოვანი ინფორმირება (ზეპირი ან და წერილობითი) სახელმწიფო აბილიტაცია - რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების, პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ;
** კლინიკის მენეჯერის ინფორმირება მიმართვიანობის შესახებ: რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები (მოთხოვნილი მომსახურება, უკუკავშირი კლინიკის მომსახურების შესახებ და ა.შ.);
** კლინიკის ახალი მომხმარებლის სპეციალისტებთან გადანაწილების პროცესის მართვა კლინიკის მენეჯერთან ერთად;
** სახელმწიფო აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული მომხმარებლების ანკეტური მონაცემების რეგისტრაცია კლინიკის შიდა ბაზაში და ბავშვთა ნევროლოგთან გადამისამართება;
** კერძო მომხმარებლისთვის შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტის/ების დაგეგმვა; ექიმის ინფორმირება; ** შესაბამისი სიის განახლება და გაზიარება;
** სატელეფონო ზარებისათვის პასუხის გაცემა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის სრულად მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირთან გადამისამართება/დაკავშირება.
** სახელმწიფო აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული მომხმარებლისათვის სპეციალისტების (მათ შორის თავად მომხმარებლის/კანონიერი წარმომადგენლის) მიერ შეთანხმებული თერაპიული პროგრამებისა და განრიგების ჰარმონიზება, საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელ ექიმთან კორექტირების საკითხის დაყენება და საბოლოო სახით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მიმართულების ყველა თანამშრომლისათვის;
** კურსის ბოლოს პროგრამაში ჩართული პირის ან მეურვისათვის, ფორმა N 2.3.1 და N 2.3.2 - გაწერის დოკუმენტაციაზე, ხელის მოწერის თხოვნა და ხელმოწერილი დოკუმენტაციის კლინიკის მენეჯერისათვის მიწოდება;
** რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული პირის დასარეგისტრირებელი კოდების მოპოვება და რეგისტრირება ჯანდაცვის პროგრამაში
** დარეგისტრირებული პირების განრიგის შედგენა და თერაპევტებისათვის ცხრილის გაზიარება;
** პროგრამაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ვადების გადამოწმება
** პროგრამაში ჩართული პირების კურსის გაცდენის შემთხვევაში განცხადებისა და ცნობის მოპოვება და კლინიკის მენეჯერისათვის მიწოდება;
** პროგრამაში ჩართული პირების ჩატარებული კურსის შესრულების დოკუმენტაციის მომზადება ხელის მოსაწერად.
** კლიენტის გაცდენის, პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში საჭირო ინფორმაციის მოძიება (მაგ: გაცდენის მიზეზი). არსებული ინფორმაციის კლინიკის ბაზაში და პორტალზე აღნიშვნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა. (პრიორიტეტულია Excel ცოდნა);
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური და მობილიზებული;
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი;
** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და გუნდურ გარემოს
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09.00-18.00 სთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "აბილიტაცია - რეაბილიტაციის პროგრამების კოორდინატორი".