კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და საბროკერო სამსახურის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
დასაქმებულს ვთავაზობთ:
** სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00 სთ მდე
** სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან)
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო გადაზიდვების შეკვეთების დამუშავება, კლიენტების საჭიროებების გათვალისწინებით
** შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვის უზრუნველყოფა
** სატრანსპორტო და დამკვეთ კომპანიებთან ლოჯისტიკური პროცესის კოორდინირება
** კლიენტებთან და აგენტებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესის ოპერატიულად წარმართვა
** ტვირთების ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და ტვირთმიმღებისთვის ინფორმაციის მიწოდება
** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა
** ახალი პროექტების მოძიება და არსებულ სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობის მიღება
** ლოჯისტიკისა და საბროკერო სამსახურის ხელმძღვანელის მითითებების გათვალისწინება, რაც უშუალო კავშირშია სამუშაო პროცესებთან
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სასურველია ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა
** სავალდებულოა ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეციფიკის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.