www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: აი-სი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"ICholding" - წარმოადგენს ქართულ ჰოლდინგურ კომპანიას, რომლის საქმიანობა ინდუსტრიულ მშენებლობაში არსებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ერთი კომპანია აერთიანებს ინდუსტრიულ მშენებლობაში არსებულ ყველა სპექტრს. კომპანია 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და 8 წლიანი არსებობის მანძილზე "Golden Brand"-ის მიერ 3-ჯერ დასახელდა, როგორც #1 კომპანია ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით.

კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:
https://www.ic.ge/

"ICholding"- ის საკუთრებაში არსებული კომპანია "Iccompany" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, აღწერა და ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, დასაწყობების პროცესის კონტროლი;
** საწყობიდან გაცემული მასალების აღრიცხვის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა, მართვა და კონტროლი;
** შიდა საწყობებში მასალების გადაადგილების, ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია (FINA)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალური;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული;

კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:

** საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევაში ჩართვას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილმდებარეობა: მცხეთა, ახალუბანი, ნატახტრის ინდუსტრიული ზონა.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 (13:00-14:00 შესვენება)

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: HR@ic.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |