სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** დაზღვეული პირების დეტალური კონსულტირება;
** კომპანიაში/CRM პროგრამაში არასამედიცინო მიმართულებით შემოსული ნებისმიერი ზარის მიღება, აღრიცხვა და დამუშავება;
** ავტო და ქონების დაზღვევის პროდუქტებზე შემოსული ზარალების მიღება და დარეგულირება;
** კლიენტისთვის სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ ვადებში პასუხის დაბრუნება;
** დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა;
** სადაზღვევო ანაზღაურებაზე დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება და პროცესის სწორად აღსრულების უზრუნველყოფა;
** დელეგირების ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** კლიენტების ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ანაზღაურების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საავტომობილო ბაზრის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სადაზღვევო და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაცია;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2023 წლის 5 ოქტომბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/