საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი მულტინაციონალური საბავშვო ბრენდების (ჰგაგისი, ჰაინცი, ნუტრილონი, მალიუტკა, ბიუბჰენი, ნუკი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, პროექტის მართვის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ზოგადი მენეჯმენტისა და პროექტების მენეჯმენტის ცოდნა;
** Office პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაბელურობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** მენეჯერული უნარები
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
მოვალეობები:
** პროექტის მართვა და ზედამხედველობა, პროექტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულება.
** პროექტის კალენდარული გრაფიკის მომზადება
** არსებული დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და დავალებების მიცემა
** პროექტის ბიუჯეტის, მასალათა და ადამიანური რესურსების, დროის დაგეგმვა, კონტროლი და მართვა;
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან, მათ შორის დამკვეთთან, მათთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
** პროექტების მომავალი განვითარების შეფასება და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება;
** პროექტებთან დაკავშირებული ანგარიშების რეგულარული ფორმირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - " პროექტის მენეჯერი".