www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიწოდების თანამშრომელი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების თანამშრომლის პოზიციაზე.

განაცხადის მიღების ვადა: 4 ოქტომბერი, 2023.

პირობები:

** დასაქმების ადგილი - თბილისი;
** დაქვემდებარება - საწყობის მენეჯერი;
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება);
** ანაზღაურება - 850 ლარი;
** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი).

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამშრომლის ტარიფი;
** FitPass.

ფუნქცია - მოვალეობები:

** ოფისსა და საწყობში საქონლისა და მარაგების მიწოდება;
** განბაჟების პროცედურებში მონაწილეობა, უშუალოდ საბაჟოზე;
** საქონლისა და მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში საქონლისა და მარაგების გადმოტვირთვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, მივლინება რეგიონებში;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ცოდნა - ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** უნარები/შესაძლებლობები: ავტომობილის მართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა, B კატეგორია - მექანიკა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიწოდების თანამშრომელი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |