www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: B კატეგორიის მძღოლი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას B კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი.

გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს.

კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება, წარმატების გაზიარება. ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიისთვის მთავარი მიზანია, ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 11 ფილიალით, როგორც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.

კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** Fit pass;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება სამარშრუტო ფურცლის და შეკვეთის შესაბამისად;
** მოწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის გადაზიდვა ზედნადების შესაბამისად;
** კლიენტებისათვის პროდუქციის ზედნადებების გადაცემა;
** მიღება ჩაბარების საფუძველზე უსაფრთხოდ ჩაბარება პროდუქციის;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მოვლის საბაზისო ცოდნა და გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:

** გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |