www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფის-მენეჯერი
მომწოდებელი: Würth
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"ვიურტ გეორგია" აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 40 წლამდე, სქესი - მდედრობითი;
** უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტიც);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური ან/და გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ოპერატორის, ადმინისტრატორის, ან ბუღალტერიის სფეროში;

პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
** ანაზღაურება: 800 ლარი ხელზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** მომხმარებელთან ურთიერთობა: სატელეფონო ზარების მიღება, კონსულტაციის გაწევა, სპეციალისტთან გადამისამართება;
** ყოველდღიური რეპორტების და საბუთების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაარქივება და სათაო ოფისში გაგზავნა;
** სასაწყობე პროგრამებით მაღაზიის მარაგების მართვა;
** მიმდინარე საკითხების მოგვარება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** ადვილად ათვისების უნარი; დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** თავაზიანი.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: info@wurth.com.ge მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის #1. ტელ: 224 36 30

CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |