www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: შპს სტუდია 9 +
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"სტუდია 9 +" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვა;
** ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
** გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დოკუმენტირება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება;
** მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** სასურველია სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება;

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, CV გამოგვიგზავნეთ მეილზე: info@studio9plus.ge.

მეილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |