www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: კრისტალბეთი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე "კრისტალბეთის" სახელით ოპერირებს აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე სალაროში სამუშაოდ.

ადგილმდებარეობა: რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული, თვეში 8 დღე (24 საათიანი ცვლა)
ანაზღაურება: 880 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა ეფექტური, თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლ (ებ)ისთვის სალარო მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
** ინფორმაციის ელექტრონულად შეყვანისა და სწრაფად ბეჭდვის უნარი (სასურველია);
** ქართული ენის ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

უნარ-ჩვევები:

** სხარტი აზროვნება და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არაუგვიანეს 2023 წლის 7 ოქტომბრისა. წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |