"OTI Estate" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00 სთ.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ტელ. ნომერი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, მათი საჭიროების გარკვევა და შესაბამისად გადამისამართება;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიაში მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის ადმინისტრირება - აღრიცხვა, რეგისტრაცია და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** საოფისე ნივთების შესყიდვის პროცესის მართვა, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** უკუკავშირისადმი ღიაობა;
** პრობლემებზე სწრაფად რეაგირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა.
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@otiestate.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის მენეჯერი"