www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მასპინძელი/მიმღები
მომწოდებელი: Ivy Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"Ivy Boutique Hotel" ბუტიკის ტიპის სასტუმრო ავლაბარში, საინგილოს 40 ნომერში, აერთიანებს 16 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს და პატარა ბარს .

პოზიციის დასახელება: მასპინძელი/მიმღები

ლოკაცია: თბილისი, ავლაბარი
ექვემდებარება: მიმღების მენეჯერს
ანაზღაურება: 900-1000 ლარი, ღამის საათები ანაზღაურდება 25% მეტი, ასევე გამოცხადებული დასვენების დღეები

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისთვის დახმარების გაწევა და კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
** სტუმრებისთვის ეფექტური მიღება-განთავსება-გაწერის პროცედურის უზრუნველყოფა;
** მაღალი დონის მომსახურების დემონსტრირება;
** სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ცოდნის დემონსტრირება ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას;
** სტუმრებთან პირდაპირი, ტელეფონით და მეილის საშუალებით კომუნიკაცია;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება.

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; თუმცა შესაძლებელია შესწავლა,
სასტუმროს მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება სასურველია; შესაძლებელია ტრენინგის მეშვეობით ადგილზე შესწავლა
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს,

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.samkharadze@ivyhotels.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |