www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Castor And Pollux Hotel
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ძალიან მალე, თბილისში იხსნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "Castor And Pollux Hotel", რომელიც მოემსახურება სტუმრებს რესტორნით, ბარით, საკონფერენციო დარბაზითა და სხვა დამატებითი სერვისებით.

ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე დიასახლისს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა N47 (ვერა)
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოთახების დალაგება სასტუმროს სტანდარტების მიხედვით;
** სასტუმროს სისუფთავეზე და წესრიგზე ზრუნვა;
** დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე reservation@castorpollux.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |