"კონსეპტუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას წარმოების სუპერვაიზერის თანამდებობაზე.
დაწყების თარიღი: ოქტომბერი, 2023
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაოს აღწერა: სარეკლამო კომპანია ეძებს პასუხისმგებლობის მქონე, მოტივირებულ, ორგანიზებულ და ენერგიულ პიროვნებას სარეკლამო წარმოების სუპერვაიზერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოო პროცესის კონტროლი
** საწარმოო პროცესის დაგეგმვა, მისი დროული და ხარისხიანი შესრულება
** სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა და მონიტორინგი
** კომუნიკაცია კლიენტთა მომსახურების გუნდთან, პასუხისმგებლობა მიღებული შეკვეთების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** წარმოებისთვის საჭირო მასალების შეძენა, მარაგების კონტროლი და უზრუნველყოფა
** წარმოების პროექტების კალკულაცია
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა
** შრომისმოყვარე, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობიანი
** კომუნიკაბელური, ორგანიზებული და პუნქტუალური
** გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე
** მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისას
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე
განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: office@conceptum.ge. გთხოვთ ელფოსტის საგანში მიუთითოთ ვაკანსიის სახელი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2023 წ