შპს "მეტეხის კერამიკა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
გრაფიკი: სტანდარტული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00-მდე, შესვენება ერთი საათი 13:00-დან 14:00-მდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
მისამართი: კასპის რაიონი, სადგური მეტეხი
მოთხოვნა კვალიფიკაციაზე და განათლებაზე:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსურ და ბუღალტრულ საქმიანობაში მუშაობის არა ნაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ფასს სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების, სუპერფინის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტერიის გუნდის მართვა;
** ბუღალტრული საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
** თვის, წლის დახურვის ოპერაციების/ნაშთების კონტროლი, მოგება ზარალის უწყისის მომზადება;
** საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.)
** SARAS ანგარიშების მომზადება და გაგზავნა III კატეგორიის კომპანიისთვის;
** კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების შეფასება;
** სხვა მოვალეობების შესრულება რაც დაკავშირებულია მთავარი ბუღალტრის საქმიანობასთან.
საკონტაქტო: 599 99 44 41, 032 201 11 02 ან info@bricks.ge