www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესი", ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე აეროპორტში.

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სრულ საკვალიფიკაციო კურსს, როგორც სალარო, ასევე სალომბარდე ნაწილში, ხოლო საჩუქრად გადმოგცემთ ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს.

სამუშაო ცვლები:

** 11 საათიანი, ღამის ცვლა (22:00-09:00);
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა.

ანაზღაურება: დღიური, ირიცხება 2 კვირაში ერთხელ. დამატებით სხვადასხვა ბონუსები, შედეგებიდან გამომდინარე.

სამუშაოს აღწერილობა:

** ფულადი გზავნილების მომსახურება;
** ნაღდი კონვერტაციები;
** სალომბარდე, კომუნალური და სხვა გადახდების წარმოება.

კლიენტსერვისსა და ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს შერჩევისას მიენიჭებათ მცირე უპირატესობა.

განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

თუ ხართ კომუნიკაბელური, სამომხმარებლო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას და ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელფოსტაზე: vacancy@intelexpress.ge 2023 წლის 30 სექტემბრამდე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი".

"ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |