www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კაფე გიმნაზია
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"Gymnasia Cafe" აცხადებს მცხობლის ვაკანტურ პოზიციას, რომელიც პასუხისმგებელია კულინარული წარმოების გარკვეულ მიმართულებაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, ე. ამაშუკელის 14ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პურის ცხობის სამუშაო გამოცდილება;
** მენიუში არსებული საცხობი პროდუქციის ცხობა/მომზადება დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად;
** შესაბამისი ტექნიკის მოხმარება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის და ყველა მასში შემავალი ნედლეულისა თუ შიგთავსის ცოდნა, მათი ვადების კონტროლი;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ჰიგიენური წესების, სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სასურველია პროფესიული განათლება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: ani.badurashvili@gymnasia.com გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა - "მცხობელი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |