Crafty/ქრაფთი ბრენდის მისიაა ინტერიერის კონცეპტუალური დაგეგმვა და აღსრულება აქციოს სიამოვნებად. https://craftyinterior.com/
კომპანიის მომსახურებაში შედის: სარემონტო, ინტერიერის დიზაინის, ავეჯის დიზაინის და დამზადების, არქიტექტურისა და კერძო მშენებლობის მიმართულებები.
ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანს ინტერიერის Junior დიზაინერის პოზიციაზე, რომელიც სრულიად იაზრებს კომპანიის ხედვასა და შეთავაზებულ სტილისტიკას.
ინტერიერის Junior დიზაინერის ფუნქციათა ნუსხას წარმოადგენს:
** ინტერიერის დიზაინის პროექტის სივრცითი დაგეგმარება
** 3D რენდერი და საჭიროების შემთხვევაში ვიზუალების კორექცია
** დიზაინერული ალბომის მომზადება შესაბამისი ტექნიკური ნახაზებით
** პროექტის ფარგლებში სარემონტო პროექტის მენეჯერთან კომუნიკაცია.
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტი სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება
** პროექტის წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ჩაბარება და შესაბამისი სამუშაო პროგრამაში, დეტალური რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
** ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო;
** აუცილებელია 3d max, Photoshop პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
გთავაზობთ:
** საინტერესო გამოცდილებას და მეგობრულ გარემოს
** სრულიად დისტანციურ მუშაობის პრინციპს.
** Per project ანაზღაურებას
** მრავალფეროვან პროექტებს (აპარტამენტები, კერძო სახლები და საცხოვრებელი კომპლექსები, კომერციული ობიექტები, ოფისები)
დაინტერესების შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ მეილის სათაურში პოზიციის დასახელება, და CV ერთად გადმოგვიგზავნოთ თქვენი პორტფელის ლინკი მისამართზე hr@crafty.ge