"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, "სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს კომპლექსური მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის გიორგი მიქაძის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, "სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს დირექტორის მოადგილე, თსუ ასოცირებულ პროფესორ ქეთევან დადიანის სასერტიფიკატო კურსს "HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება და მართვა".
კურსი განკუთვნილია:
როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირების, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში.
კურსის მიზანია მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ: სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი ძირითადი ფაქტორები და პრინციპები; სურსათის უვნებლობის მიმართ არსებული მოთხოვნები; სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში შეიმუშაონ და მართონ ის წინასწარი პროგრამები (PRPs), რომლებიც აუცილებელია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის სრულყოფილი დანერგვისთვის.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
** სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი ძირითად საკანონმდებლო მოთხოვნებზე; წინასწარ პროგრამებთან (PRPs) დაკავშირებულ საქართველოში და სხვა ქვეყნებში არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებზე; სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემებზე.
** შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში; სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში დანერგოს და მართოს წინასწარი პროგრამები (PRPs); განახორციელოს უკვე დანერგილი წინასწარი პროგრამების (PRPs) აუდიტი; ხელი შეუწყოს სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას.
** შეძლებს შეაფასოს სხვადასხვა პროფილის საწარმოებში დანერგილი წინასწარი პროგრამების (PRPs) ეფექტიანობა, ამოიცნოს შეუსაბამობა და მათი გამომწვევი ფაქტორები, სურსათის ბიზნესოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
კურსის მოცულობა: 20 საათი
კურსის ღირებულება: 400 ლარი
სასერტიფიკატო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის ორენოვანი სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
კურსის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ასმათ გოდერძიშვილს: 555 603080
ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს