www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მრჩეველი
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესი", ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს კლიენტთა მრჩევლის პოზიციაზე ქ. თბილისში, ცენტრალური ფილიალისთვის (დ. აღმაშენებლის გამზ. 89/24, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია).

თუ ხართ კომუნიკაბელური, საკომუნიკაციო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას (B1-B2 დონე) და ადამიანებისთვის დახმარების გაწევა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: vacancy@intelexpress.ge 2023 წლის 30 სექტემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "კლიენტთა მრჩეველი".

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სრულ საკვალიფიკაციო კურსს, ხოლო საჩუქრად გადმოგცემთ ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს.

სამუშაო ცვლები: მცოცავი (09:00-15:00 / 15:00-21:00)
დასვენება: კვირაში 1 დღე

ანაზღაურება: ფიქსირებული, ირიცხება 2 კვირაში ერთხელ.

სამუშაოს აღწერილობა:

** მომხმარებლის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
** მომხმარებლის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის პროდუქტისა და სერვისის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრცის მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში პერიოდული გამოკითხვების წარმოება;

საბანკო სფეროში, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე მსურველებს შერჩევისას მცირე უპირატესობას მივანიჭებთ.

"ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |