შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (https://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ღონისძიებების დაგეგმვა/ განხორციელება
** კომპანიის პრ და მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა
** წლიური მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა და რეპორტინგი
** სარეკლამო სააგენტოებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება
** სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი) აქტივობების დაგეგმვა / განხორციელება
** კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და აღნიშნული ინფორმაციის მონიტორინგი
** სოციალური ქსელის მართვა
** არსებულ ვებ გვერდზე ინფორმაციის განახლება საჭიროების შემთხვევაში
** მარკეტინგული კვლევების პერიოდული დაგეგმვა / მენეჯმენტი
** მარკეტინგული / სარეკლამო მასალების შემუშავებისა და დამზადების მონიტორინგი
** პაირ-ლიტერატურის : ფლაერების, ბუკლეტების და ა.შ. შემუშავება
** საიმიჯო და საინფორმაციო სტატიების შემუშავება
** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მენეჯმენტი
** სამუშაო გარემოს სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება
** კომუნიკაცია მომხმარებლებთან და სხვა დეპარტამენტებთან
გამოცდილება: მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
პროფესიონალური:
** უმაღლესი განათლება (სასურველი სფერო - მარკეტინგი ან ბიზნეს ადმინისტრირება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა ან მენეჯმენტი)
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამა Adobe Photoshop ან/და Adobe Illustrator-ის ცოდნა
** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებელი
** საქმის დელეგირების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კრეატიულობა
** კომუნიკაბელურობა
** დასახული ამოცანების ოპტიმალური გზით გადაჭრა
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ინიციატორობა
** შედეგზე და წარმატებაზე ორიენტირებულობა
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: hr@chirina.ge 20 სექტემბრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.