"კონსეპტუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბეჭდვის ოპერატორის თანამდებობაზე.
დაწყების თარიღი: ოქტომბერი, 2023
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაოს აღწერა: სარეკლამო კომპანია ეძებს პასუხისმგებლობის მქონე, მოტივირებულ, ორგანიზებულ და ენერგიულ პიროვნებას ბეჭდვის ოპერატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** საბეჭდი დანადგარის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა
** ბეჭდვის ხარისხზე პასუხისმგებლობა
** შეკვეთებისთვის საჭირო მასალების მარაგების რაოდენობაზე პასუხისმგებლობა
** შეკვეთების ვადების კონტროლი
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შრომისმოყვარე, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობიანი
** ორგანიზებული და პუნქტუალური
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე
განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: office@conceptum.ge. გთხოვთ ელფოსტის საგანში მიუთითოთ ვაკანსიის სახელი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2023 წ