www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერნეტ შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სავაჭრო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "სავაჭრო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ (საერთაშორისო) შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

შპს "სავაჭრო ჯგუფი" ახორციელებს სახელმწიფო და კომერციულ ტენდერებში მონაწილეობას და შესაბამისი საქონლით საერთაშორისო ბაზრებიდან მომარაგებას.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ხელშეკრულებების გაფორმება;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი 18-35 წლამდე
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-18:00

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: D.dikani@gmail.com

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30.09.2023



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |