www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების დირექტორი
მომწოდებელი: Gymnasia
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სპორტული კომპლექსი "Gymnasia" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე:

საცალო გაყიდვების დირექტორი პასუხისმგებელია კომპანიის მთლიანი საცალო ოპერაციების ზედამხედველობაზე.

მიმდინარე პოზიცია გულისხმობს, სტრატეგიული გეგმების შემუშავებას, გაყიდვების განხორციელებას მისი გაზრდის მიზნით აგრეთვე, მომგებიანობის მაქსიმიზაციისა და მომხმარებლის განსაკუთრებული გამოცდილების უზრუნველყოფას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ე.ამაშუკელის ნომერი 14ა.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: ფიქსირებული: 2000-3000 ლ + ბონუსი

მოვალეობები:

** კომპანიაზე მორგებული სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება
** ფინანსური მენეჯმენტის მართვა, მათ შორის გაყიდვების პროგნოზირება, ხარჯებისა და მოგების მარჟის განსაზღვრა.
** ინვენტარის დამენეჯმენტება, მარაგების კონტროლი და ინვენტარის მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა
** ვიზუალური მერჩენდაიზინგი, სტანდარტების დაცვა, მომხმარებლისთვის მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნა.
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათზე მორგებული ინვენტარის შეთავაზება.
** მაღაზიის ტექნიკური ასპექტების ზედამხედველობა
** პროდუქტების ჩამონათვალის ატვირთვისა და მართვისთვის ზუსტი აღწერილობის და ფასების უზრუნველყოფა
** მომხმარებლის ქცევიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ვებსაიტზე არსებული პროდუქტების განლაგების გაუმჯობესება.
** მომხმარებლის გამოცილებაზე ზრუნვა და მათი მოთხოვნების გათვალისწინება არსებული შესაძლებლობების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ელექტრონული კომერციული პლატფორმა Shopify ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება
** მომხმარებელთა ქცევის ანალიზი და მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ეფექტური კომუნიკაცია მრავალფუნქციურ გუნდებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა

საჭირო უნარები:

** ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ლიდერული თვისებები
** ადაპტაცია და მოქნილობა
** დროის მენეჯმენტი
** მომხმარებლის საჭიროებებზე ზრუნვა.

თუ თვლით რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება მიმდინარე პოზიციას გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: ani.badurashvili@gymnasia.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - "საცალო გაყიდვების დირექტორი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |