www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. კომპანიის მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველყოს საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტის/ების შეთავაზება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა;
** შეთავაზებების მომზადება, გაყიდვების განხორციელება, გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** არსებული კლიენტების სადაზღვევო პრემიების გადახდების კონტროლი
** ყოველდღიურად ფაიფლაინის წარმოება შესაბამის პროგრამაში.

ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო + ბონუსი

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში ან სადაზღვევო სფეროში
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ რეზიუმე vacancy@unison.ge

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |