www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: VR Holding
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"VR HOLDING" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე:

"VR HOLDING" 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.

"კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ვილებისა და პრემიუმ საცხოვრებელი ფართის ინტერიერის დიზაინი;
** 3D რენდერის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, ვიზუალების კორექტირება;
** ტექნიკური ნახაზების მომზადება (განშლები და სპეციფიკაციები);
** ინტერიერის დიზაინ-პროექტის შემუშავება;
** პროექტის ჩაბარება ვადების დაცვით და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
** შემდეგი პროგრამების ცოდნა: 3Ds Max, ArchiCAD, Adobe Photoshop (ასევე სასურველია - AutoCAD, Revit)
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კრეატიული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

სამუშაო საათები: 10:00-19:00

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2023 წლის 6 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@vr.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ინტერიერის დიზაინერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |