სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" გეგმავს მიმწოდებელთა ბაზის განახლებას, ამისათვის ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით ვაცხადებთ შემსრულებლების/მომწოდებლების შერჩევას. სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი გამოცდილების საწარმოებს/კომპანიებს ეძლევათ შანსი მოგვმართონ სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" შესყიდვების განყოფილებას ელექტრონულ მისამართზე: procurementpoti@apmterminals.com
კომპანიამ/საწარმომ უნდა გამოგვიგზავნოს საწარმოს დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია და მიუთითოს კატეგორია, რომლის შესრულებაზე აკეთებს განაცხადს:
** პროექტირება
** კვლევა/საკონსულტაციო მომსახურება, გეოდეზია, ტოპოგრაფია, გეოლოგია
** მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია/შეკეთება
** მოპირკეთება, ინსტალაცია
** დანგრევა, დაშლა
** გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია
** რკინიგზის მშენებლობა, რეაბილიტაცია
** ფასადების სამღებრო სამუშაოები
** წყალარინების და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია
** ელექტროგაყვანილობა
** ენერგეტიკა - მაღალი ძაბვის გადამცემი საკომუნიკაციო ქსელები, ელექტროკარადები, ფარები, ძალოვანი კაბელების რეაბილიტაცია/ინსტალაცია, არხების მოწყობა, ლაბორატორიული კვლევა
** წყალგაყვანილობა
** ნავმისადგომების პასპორტიზაცია
** წყალქვეშა სამუშაოები, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა, რეაბილიტაცია
** სანიტარულ ჰიგიენური, სადეზინფექციო-სადერატიზაციო სამუშაოები
** გარემოსდაცვითი მონიტორინგი
** სასმელი წყლის სინჯის ნიმუშების აღება, ლაბორატორიული კვლევა
** სარეკლამო მომსახურება
სს ს.ს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური"-ს შესყიდვების განყოფილება.
საკონტაქტო:
ნინო შონია: 599 887546
ალექსანდრე კნიშოვი: 599 887875