www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი და უმცროსი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კარგოპოლო
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ლოჯისტიკური კომპანია "კარგოპოლო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი და უმცროსი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე!

Cargopolo - არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანიაა რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების/სპეცტექნიკის/სხვა მოძრავი აქტივების, კომპლექსურ გადაზიდვაზე, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის (შესყიდვის წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ) მიწოდებას.

კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში : უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.

2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი - დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი.

კომპანიაში ფუნქციონირებს After sales/Support - დეპარტამენტები რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორტფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა მოკლე პერიოდის განმავლობაში.

მოვალეობები:

** კორპორაციული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა;
** პოტენციურ კორპორაციულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** სხვადასხვა სახის კორპორაციული შეთავაზებების მომზადება;
** ლოჯისტიკური პროდუქტების გაყიდვა;
** გაყიდვების დინამიკის ანალიზი;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** Microsoft Office-ის ცოდნა;
** ქართულ ან რუსულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** უპირატესობად ჩაითვლება CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული);

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები 1000-1500 ლარი (მენეჯერის კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი გაყიდვების მიხედვით (1500-3000 ლარი)
** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
** ადგილმდებარეობა - თბილისი, ბელიაშვილის ქ. 187

კომპანია გთავაზობთ:

** საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას (ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას);
** სხვადასხვა ტრენინგებს გაყიდვების, კორპორატიული ქცევის, საოფისე პროგრამების და ენის კურსების მიმართულებით;
** კომფორტულ თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში;
** მძღოლის მომსახურებას სამუშაო მიზნებისათვის;
** ულიმიტო ტელეფონს/ტელეფონის ნომერს - სამუშაო მიზნებისათვის;
** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
** უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი.

შერჩევის პირველი ეტაპი ჩატარდება ონლაინ (Zoom) ფორმატში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |