"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს "ნუტრიციოლოგიის საბაზისო კურსი".
ნუტრიციოლოგიის საბაზისო კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, კვების მეცნიერებების ან მომიჯნავე პროფესიების (ექიმი, ბიოლოგი, სურსათის ტექნოლოგი, კულინარი და სხვა) წარმომადგენლები, რომელთაც მათი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აინტერესებთ ნუტრიციოლოგიის საფუძვლები; ჭარბი წონის მქონე, სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავებული პირები, რომელთაც აქვთ სურვილი, ფიზიკური აქტივობის შესაბამისი ჯანსაღი დიეტის თაობაზე მიიღონ ინფორმაცია, ან პირები, რომელთაც აქვთ მზარდი ინტერესი სხვადასხვა ნუტრიენტებით, მ.შ. ვიტამინებისა და მინერალების ჭარბი ან არასაკმარისი მოხმარებით გამოწვეული არასასურველი ჯანმრთელობის ეფექტიანი მართვის გზების შესახებ; სურსათის ბიზნეს-ოპერატორები, რომელთაც სურთ, მიმართონ შესაბამის კომპეტენტურ უწყებებს მათ მიერ პროდუცირებული პროდუქციის კვებითი ღირებულების ან ჯანმრთელობის განაცხადით.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.
დამატებითი მოთხოვნაა-მინიმალური ასაკი 18 წელი.
კურსის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც სჭირდებათ ან დაინტერესებულნი არიან, შეიძინონ ზოგადი ცოდნა და გარკვეული პრაქტიკული უნარ-ჩვევები საბაზისო ნუტრიციოლოგიის სფეროში, ასევე დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები ჯანსაღი კვების დაგეგმვის, კვებითი სტატუსის შეფასებისა და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავებულ პირთა ჯანსაღი კვების პრინციპებზე.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
** ნუტრიენტების (მ.შ. მაკრო- და მიკრო-ნუტრიენტების) მნიშვნელობა და ნორმირების საკითხები,
** მოხმარების რეკომენდებული დოზები,
** მოსახლეობის ფაქტობრივი კვების საკითხები,
** სასურსათო პროდუქტების ჯგუფები და არსებული სისტემები,
** ჯანსაღი კვების დაგეგმვა და კვების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების თავისებურებები ასაკობრივი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით,
** კვებითი ჩვევების როლი ქრონიკული დაავადებების საკითხებში,
** ნუტრიციული რეკომენდაციები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის, მ.შ. სპორტსმენებისთვის;
** სურსათის მიმართ არსებული ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნები,
** სურსათის ეტიკეტირების საკითხები და ასევე სურსათის უსაფრთხოების თანამედროვე მიდგომები.
აღნიშნული საკითხები განხილულ იქნება როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
კურსის მოცულობა: 39 სთ.
კურსის ღირებულება: 450 ლარი. თსუ სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის - 350 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ: 555 603080. ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს