www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ლელო
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"ლელო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

დაქვემდებარება: დირექტორი
დაქვემდებარებული: ფინანსური ანალიტიკოსი, ბუღალტრული კომპანია (outsource)
სამუშაოს აღწერილობა: კომპანიის ფინანსების მართვა, შემოსავლების და ხარჯების პროგნოზირება და ანალიზი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური უწყისების მომზადება (ყოველთვიურად, კვარტალურად და წლიურად):ბალანსი,
გაუნაწილებელი მოგების უწყისი
** ფულადი სახსრები მოძრაობის უწყისი
** მოგება/ზარალის უწყისი
** კომპანიის ყოველთვიური ფულადი სახსრების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მისი შესრულების მონიტორინგი

დივიდენდები:

** ყოველწლიური დივიდენდების მოცულობის შესახებ რეკომენდაციის გაცემა
** გადახდების და ბალანსის კონტროლი
** გაუცემელი დივიდენდების განსაზღვრა
** ახალი პროექტის ფინანსური რენტაბელობის ანალიზი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის და მისი საქმიანობის შედეგების ანალიზის მომზადება
** პროექტის და/ან ობიექტის ფინანსური მდგომარეობის შეფასება
** ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების წარმოება

ფინანსური მონაცემების დამუშავება:

** საიჯარო და მომსახურების შემოსავლები
** ხარჯები

ბანკთან ურთიერთობა:

** საკრედიტო მოთხოვნის მომზადება
** ინფორმაციის წარდგენა
** პერიოდულობით ინფორმაციის განახლება
** ინფორმაციის გამოთხოვა
** ყოველთვიურად კურსების შეთანხმება სავალუტო ოპერაციების დროს
** ყოველწლიურად ბანკებთან პირობების გადახედვა და ახალი წინადადებების მიღება
** კომპანიის საბანკო ანგარიშებზე/სალაროზე ფულადი აქტივების/დეპოზიტების მართვა და მონიტორინგი
** დებიტორული დავალიანებების დროული კომუნიკაცია
** ხარჯების კონტროლი
** აუდიტორულ და შემფასებელ კომპანიებთან თანამშრომლობა
** გადასახადებისა და ბუღალტერიის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების განხრით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** IFRS სტანდარტის ცოდნა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

სასურველი:

** სამაგისტრო განათლება ფინანსების განხრით
** კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება
** მომსახურების სექტორში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** გადაწყვეტილების მიმღები
** ინიციატორი
** პასუხისმგებლობიანი
** პუნქტუალური
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

საკონტაქტო ელფოსტა: HR@ware-house.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |