"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
ვაცხადებთ სტაჟირებას წყალმომარაგების მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის სამსახურში.
სამუშაოს მიზანი: შესაბამისი მონაცემების ანალიტიკური დამუშავება და რეპორტინგი
ძირითადი მოვალეობები
** რეგულაციების ჭრილში მიმდინარე პროცესების ტექნიკური ანალიზი;
** რეგულაციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი;
** ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მონიტორინგი ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი;
** წყალმომარაგების მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი; (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების სახით)
** სხვა ერთჯერადი მოთხოვნილი ფაილები და ანალიტიკა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი
** ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** MS office; განსაკუთრებით Excel-ისა და Power Point-ის ცოდნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, კომპანიის სათაო ოფისი
მისამართი: მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ, დასვენება: შაბათი, კვირა
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ანაზღაურება: 1000 ლარი (NET-ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2023 წლის 7 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.