www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომო-მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00, 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
სამუშაო ადგილი: სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელში
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

სამუშაო აღწერილობა:

** მაღაზიაში არსებული ღვინის თაროს მოწესრიგება
** შეკვეთების დახვედრა და სარეალიზაციო თაროზე განთავსება
** პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების მონიტორინგი/აღრიცხვა
** სააქციო პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა
** პროდუქტებზე დეგუსტაციების ჩატარება და შეთავაზება.

მოთხოვნა: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/TBVPromo

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. "თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |