"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სასაწყობე მეურნეობის სამსახურში - ოპერატორის პოზიციაზე.
გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 სთ / ორშაბათი-პარასკევი 09:00 დან - 18:00 მდე;
ანაზღაურება: 1200 ლარი (დარიცხული)
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში შემოსული და გასული საშუალებების, საქონლის დოკუმენტური და პროგრამული აღრიცხვა ზედნადების საფუძველზე;
** შემოსული საქონლის დოკუმენტებთან შესაბამისობის შემოწმება;
** მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების დადგენილი სტანდარტის მიხედვით დასაწყობება, რაც გულისხმობს სასაქონლო მატერიალური მარაგების დათვლასა და საწყობში ბრენდების მიხედვით გადანაწილებას;
** საქონლის ნაშთების მონიტორინგი და პერიოდული ინვენტარიზაცია;
** არსებული მარაგების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და შესყიდვების დაგეგმვის რეკომენდაციის მომზადება;
** დადგენილი პროცედურის დაცვით მარაგების გაცემაზე მოთხოვნების მიღება და საწყობიდან საქონლის გაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო და/ან ტექნიკური განათლება;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პროცესების დაგეგმვის და კოორდინაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა
გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2023 წლის 7 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.