www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: კარგოპოლო
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ლოჯისტიკური კომპანია "კარგოპოლო" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის (Support Specialist) პოზიციაზე!

Cargopolo - არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების/სპეცტექნიკის/სხვა მოძრავი აქტივების, კომპლექსურ გადაზიდვაზე, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის (შესყიდვის წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ) მიწოდებას.

კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში : უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.

2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი - დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სატელეფონო ან/და ჩათის მეშვეობით მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება და მისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ მომხმარებლის დაკვალიანება;
** შესყიდვების პროცესში შექმნილი პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელთან შესაბამისი სახის კომუნიკაცია და დახმარება;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
** პრობლემური ქეისების მოგვარების პროცესის ბოლომდე მიყვანა და პროგრამაში ასახვა;
** კომპანიის მომსახურების ფარგლებში მომხმარებლის სრული ინფორმაციული და ტექნიკური მხარდაჭერა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** Microsoft Office - საშუალოდ
** ინგლისური - საშუალოდ
** რუსული - სრულყოფილად
** უკრაინული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** აუქციონებთან ან/და სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** კრიტიკულ სიტუაციაში მობილიზების უნარი;
** ახალი საქმიანობის მიმართ სწრაფად ადაპტირების უნარი;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები 1000-1500 ლარი (შერჩეული კადრიდან გამომდინარე შეთანხმებით)
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი - (მცოცავი გრაფიკი 2 კვირიანი მონაცვლეობით): 13:00 - 21:00 / 18:00 - 02:00
** ადგილმდებარეობა - თბილისი, ბელიაშვილის ქ. 187

კომპანია გთავაზობთ:

** საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას (ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას);
** კომფორტულ თანამედროვე სამუშაო პირობებს;
** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
** უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject" -ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი.

შერჩევის პირველი ეტაპი ჩატარდება ონლაინ (Zoom) ფორმატში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |