შემომყვანი ტურისტული სააგენტო "მიმინო კავკასიაში" ეძებს კანდიდატს ინგლისურენოვანი ტურ-მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 12+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათი პრეფერენციების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
** პარტნიორისგან მიღებული მოთხოვნის გაანალიზება, დამუშავება და ოპერატიული საპასუხო კომუნიკაცია;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი - მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღება და მომხმარებლის "ხმის" გათვალისწინება;
** ტურის ჩატარების პროცესში პარტნიორთან პროაქტიული კომუნიკაცია.
** საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად, ტურისტული პროდუქტების განახლება-გაუმჯობესების შესახებ ინიციატივის გამოჩენა;
პოზიციის სპეციფიკასთან იდეალურად თავსებადი აპლიკანტი ასე წარმოგვიდგენია:
** მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე, ფართო კომერციული ხედვით;
** ემპათიური და გულისხმიერი;
** საქართველოს გეოგრაფიის, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** პრიორიტეტულია 2-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით (გიდად, ტურ-მენეჯერად, პროდუქტის მენეჯერად);
** ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, რომელიც ზრდადია ყოველწლიურად მიღწეული შედეგების მიხედვით;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** ულიმიტო საკომუნიკაციო ხარჯები;
** შვებულების 28 დღე;
** სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად;
** სამუშაო დრო კვირაში 40 საათი, 5 სამუშაო დღე (ორშ.-პარ.)
თუკი ეს ყველაფერი საინტერესოა თქვენთვის, თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიული კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, მოუთმენლად ველოდებით თქვენ შესახებ ინფორმაციას: vacancy@miminotravel.com
მადლობა "მიმინო კავკასიაში" არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!