"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 17 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უზრუნველყოფის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება;
** მოძიებული ინფორმაციის ვერიფიცირება;
** მომხმარებლის საკონტაქტო არხების განსაზღვრა (სოციალური ქსელების გამოყენება);
** დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება რელევანტურ სტრუქტურულ ერთეულებთან (ავტოდაილერი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან არასრული განათლება;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სოც. ქსელების ეფექტურად გამოყენების უნარი.
პიროვნული უნარები:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** აქტიურობა, სისხარტე, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინფორმაციული უზრუნველყოფის ოფიცერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.