კომპანია "ფეიბოქსი" მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციაზე.
თუ გსურს იყო მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, გეძლევა შესაძლებლობა დასაქმდე ჩვენს კომპანიაში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამის რეგიონში.
საწყის ეტაპზე მოხდება განხილვა შემდეგ ქალაქებში დასაქმების მსურველი კანდიდატების:
** ბათუმი
** მესტია
** თეთრიწყარო
** მარნეული, კაზრეთი, ბოლნისი
** სართიჭალა, ხაშმი, პატარძეული
** თიანეთი
** ამბროლაური
** ვანი
** ნორიო, მარტყოფი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა.
** ვინდოუსის გადაწერა.
** მოწყობილობის დიაგნოსტიკა.
** ტერმინალების გაინკასირება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება.
** ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა.
** ავტომობილის ფლობა.
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1050 ლარამდე + საწვავი სრულად
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრაფიკი: არასრული, მოქნილი გრაფიკი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ქალაქის დასახელება, რომელში სამუშაოდაც აგზავნით ვაკანსიას. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!