www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Prime Retail Group
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"პრაიმ რითეილ გრუპი" ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Pinko, Pal Zileri, Wolford და DKNY.

პოზიცია - გაყიდვების კონსულტანტი;
ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი (გალერია თბილისი)
სამუშაო გრაფიკი - ცვლებში, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
ანაზღაურება - 800 ლარი (+ ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტირება და პროდუქციის რეალიზება ეტიკეტისა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება არსებული სტანდარტის დაცვით;
** პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** ფასდაკლება ქსელის მაღაზიებში;
** მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას;
** მზარდ ბიზნესს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიან სისტემას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@primeretail.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 05.10.2023



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |