"ვისოლ ჯგუფის" წევრი, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია - "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების, შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** დადგენილ ვადებში დეკლარირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
** უპირატესად ჩაითვლება ORIS და APEX პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ACCA-ს სერტიფიკატი;
** IFRS სტანდარტების ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით: Career@biograpi.ge