www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.

"GASTRONOME"-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტების მოძიება
** სატენდერო ფაილის მომზადება
** მომწოდებლების შერჩევა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით
** ნიმუშების მიღება /დადასტურება
** ხელშეკრულების/მიღება-ჩაბარების გაფორმება
** შესასყიდი პროდუქტების პროგრამული რეგისტრაცია
** საგადასახადო დოკუმენტაციის გადამოწმება და გაგზავნა ფინანსური ანგარიშსწორებისთვის
** მარაგების კონტროლი
** შეკვეთების ფორმირება
** მიღებული შეკვეთების რაოდენობის და ფასის კონტროლი
** რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა ექსელის ცოდნა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge.

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |