კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კომერციული/სასაწყობე ფართებისა და სპეც.ტექნიკის გაქირავება წარმოადგენს.
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლებისთვის:
ტრაილერის მძღოლი (E კატეგორია)
სატვირთო ავტომობილის მძღოლი (C კატეგორია)
ადგილმდებარეობა: თბილისი; რ აგლაძის #32
გრაფიკი: სრული (09:00-18:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული; ბონუსი;
ბენეფიტები:
** კორპორატიული ნომერი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ყოველთვიური დანამატი ხელფასზე არასრულწლოვანი შვილების ყოლის შემთხვევაში
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 27 25 90 ან გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.