www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თონის პურის მცხობელი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 300 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას თონის პურის მცხობლის პოზიციაზე წილკანში.

ფუნქცია მოვალეობები:

** თონის პურის ცხობა შემუშავებული შიდა სტანდარტის მიხედვით;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა (თონის ან/და საჭირო დანადგარების მოწესრიგება);
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა
** პროდუქციის დროულად მოხვედრა დახლზე და ვადაგასული პროდუქციის მოხსნა დახლიდან;

პიროვნული მოთხოვნები:

** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვა;
** დროის მართვის და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: წილკანი
** სამუშაო განაკვეთი: დღეში 8 საათი გრაფიკით.
** დასვენება: კვირაში 1 დღე.

დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგვიგზავნეთ მისამართზე: hr@magniti.ge და
subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 50 17 94, 577 44 40 16.

"მაგნიტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |