"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დამხმარე თანამშრომელი
ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (თბილისიდან და გორიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი;
** ანაზღაურება: 1000 ლარი
** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
ძირითადი მოვალეობები:
** მზა პროდუქციის ნარჩენებისაგან განცალკევება;
** პროდუქციის ხელით აწყობა-შეწებება;
** ნამზადისა და მზა პროდუქციის გადატანა სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას;
** მზა პროდუქციის სათანადო შეფუთვა;
** ნარჩენების გატანა, შესაბამის ადგილზე განთავსება, დახარისხება, დაპრესვა;
** წარმოების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის სხვა/დამატებითი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო და/ან პროფესიული განათლება;
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** გამოსაცდელი ვადა;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, 10 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 212 20 30 (შიდა ნომერი - 1015);
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დამხმარე თანამშრომელი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!