www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საგა იმპექსი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

"საგა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "საგა იმპექსი" 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. "საგა იმპექსი" კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და კომპანიის პროდუქციის წარდგენა ზეპირი პრეზენტაციის სახით;
** ობიექტებზე პოტენციური მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
** მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** შეხვედრების ჩანიშვნა პოტენციურ მომხმარებლებთან, პროდუქციის შეთავაზების მიზნით;
** ბაზარზე არსებული ცვლილებების ანალიზი და ინფორმაციის მართვა;

უნარები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აქტიურობა, სისხარტე;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;

ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურება + ბონუსი;

მოთხოვნები: ენები: ინგლისური და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია);

დამატებითი სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass;

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში. ჩვენთან თანამშრომლობა იქნება უდიდესი გამოცდილება თქვენი კარიერის ისტორიაში. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობის სფერო სპეციფიურია, კანდიდატს არ მოეთხოვება აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. დასაქმების პირველი ეტაპი მოიცავს on job ტრენინგს.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: info@saga.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |